GEO    
ENG


  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
22 ივლისი 2019
SAFA

  • უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის საინსპექციო შემოწმება ხორციელდება უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის შემოწმების პროგრამის (SAFA) შესაბამისად;
  • SAFA პროგრამა ერთნაირად გამოიყენება როგორც ECAC-ის წევრ ისე არაწევრ ქვეყნების სხ-ზე;
  • სხ შეიძლება შემოწმდეს ბაქანზე სხ-სა და ეკიპაჟის საბუთების, კაბინის ძირითადი აღჭურვილობის არსებობისა და მათი ტექნიკური მდგომარეობის აგრეთვე, სხ-ს საერთო მდგომარეობის საკითხებზე. ასეთი საინსპექციო შემოწმების ნორმები განსაზღვრულია ჩიკაგოს კონვენციის 1-ლი, მე-6 და მე-8 დანართებით;
  • უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის საინსპექციო შემოწმების მიზანია იმის დადგენა, რომ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობა, ეკიპაჟი, საბორტო საბუთები და საავარიო-სამაშველო მოწყობილობა შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის 1-ლი, მე-6 და მე-8 დანართებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს;
  • უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის საინსპექციო შემოწმება ხორციელდება სხ-ის დაფრენისა და აფრენის შორის დროის მონაკვეთში ისე, რომ არ გამოიწვიოს სხ-ის უსაფუძვლო დაგვიანება;
  • საინსპექციო შემოწმების დამთავრებისთანავე, ინფორმაცია, შემოწმების შედეგად აღმოჩენილ ნაკლოვანებების შესახებ მიეწოდება სხ-ის მეთაურს ან სხ-ის ექსპლუატანტის წარმომადგენელს. მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია ეგზავნება ექსპლუატანტს და სხ-ს რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამის საავიაციო უწყებას;
  • შემოწმების შედეგები აგრეთვე იგზავნება ECAC-ის  SAFA პროგრამის მონაცემთა ბაზაში;
  • საინსპექციო შემოწმების შედეგად ისეთი ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც ფრენის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია, ინსპექტორი მოითხოვს მის დაუყონებლივ აღმოფხვრას სხ-ის აფრენამდე, ხოლო ასეთი ნაკლოვანების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შეუჩერებს ექსპლუატანტის სერთიფიკატით მინიჭებული უფლებების შემდგომ განხორციელებას.

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო