GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
12 დეკემბერი 2019
მთავარი \ შეტყობინება
მოვლენათა შეტყობინება

საავიაციო მოვლენათა შეტყობინების მიზანი

საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემა ემსახურება საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლებას. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტყობინებას, შეგროვებას, შენახვას, დაცვას და გავრცელებას. მოვლენათა შეტყობინების სისტემის ერთადერთი მიზანია საავიაციო მოვლენებისა თავიდან აცილება და არა ვინმეს ბრალეულობისა და/ან პასუხისმგებლობის  დადგენა.

 

საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შეტყობინება

საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევას ახორციელებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო (TAIIB), რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან დამოუკიდებელ ორგანოს და ექვემდებარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის N 242 ბრძანების მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერმა პირმა, რომელსაც გააჩნია რაიმე ინფორმაცია მომხდარ საავიაციო შემთხვევაზე თუ ინციდენტზე ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით უნდა შეატყობინოს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების  მოკვლევის ბიუროს. დამატებით, ქვემოთ აღწერილი სავალდებულო მოვლენათა შეტყობინებების სისტემის ფარგლებში, ინფორმაცია საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ უნდა გაეგზავნოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.

სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ ელექტრონული ფოსტის: georgian-taiib@economy.ge  ან ოცდაოთხსაათიანი სატელეფონო ხაზის: (მობ:+995 595 00 18 47; ტელ/ფაქსი: +995 32 298 23 58) მეშვეობით.

 

კონფიდენციალურობა 

სააგენტო სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით და გაატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დასაცავად, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიმწოდებელი პირის პირადი მონაცემების ანონიმურობის უზრუნველყოფას.

 

გთხოვთ, აირჩიოთ საავიაციო მოვლენათა შეტყობინების შესაბამისი ველი:

 

საავიაციო მოვლენათა სავალდებულო შეტყობინება

 

 

საავიაციო მოვლენათა ნებაყოფლობითი შეტყობინება

 

 

 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო