GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
9 ივლისი 2020
სიახლეები და განცხადებები

10 Apr.'20 | 2020 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 30%-ით შემცირდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის პირველის სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 711 536 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 30%-ით (304 560 მგზავრით) შემცირდა. კლება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულმა შეზღუდვებმა და გლობალურ დონეზე COVID 19-ის პანდემიად გამოცხადებამ განაპირობა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 479 120 მგზავრს მოემსახურა, რაც 40%-ით (325 551 მგზავრით) ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის კვარტალური (I) მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 47 553 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 8%-ით (4 347 მგზავრით) ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.

მიუხედავად შეზღუდვებისა, მზარდი დინამიკა იყო შენარჩუნებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, აეროპორტში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 181 453 მგზავრი - 24 669 მგზავრით მეტი ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 676 მგზავრს მოემსახურა, რაც 430 მგზავრით, შესაბამისად 34%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა 3 თვეში 189 მგზავრი მიიღო, რაც 6 მგზავრით ნაკლებია ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.

2020 წლის განვლილი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 401 რეისით ნაკლები განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 3 799, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 3 183, ხოლო ჩარტერების 616. 2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, კლება 32%-ს შეადგენს.

კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 3 971.812 ტონა შეადგინა, რაც 1 430.568 ტონით, შესაბამისად, 26%-ით ნაკლებია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტული წილების მიხედვით, 2020 წლის 3 თვის მონაცემებით, “Wizz Air” ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 24%-იან წილს ფლობს. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ავიაკომპანია “Wizz Air Hungary” – 170 759 მგზავრი 24%;
  • ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 86 562 მგზავრი 12%;
  • ავიაკომპანია “Belavia” – 39 858 მგზავრი 6%;
  • ავიაკომპანია “Georgian Airways” – 38 262 მგზავრი 5%;
  • ავიაკომპანია “Pegasus” – 36 050 მგზავრი 5%.

EUROCONTROL-ის  მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეისწავლა საქართველოს საჰაერო მოძრაობის ნაკადები პანდემიის გამოცხადებამდე (11.03.20) და მის შემდგომ. აღნიშნული მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის რაოდენობის კლება იანვარ-თებერვლიდან ფიქსირდება (საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან), თუმცა გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების მიმართულებით პოზიტიური მაჩვენებლები მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებამდე ნარჩუნდებოდა. მარტში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირდა 57%-იანი კლება აფრენა - დაფრენის და  ამავდროულად 8.2%-იანი ზრდა გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების კუთხით. თუმცა, 2020 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, მარტში უკვე დაახლოებით 2000-ით ნაკლებმა გადამფრენმა საჰაერო ხომალდმა გამოიყენა ჩვენი საჰაერო სივრცე. ჯამურად იანვარ-მარტში მოფრენის კუთხით დაფიქსირდა 29.4%-იანი კლება, აფრენის კუთხით 28.9%-იანი კლება, შიდა ფრენები შემცირდა 18.8%-ით, ხოლო გადაფრენები გაიზარდა 6.6%-ით.

რაც შეეხება EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების საერთო მაჩვენებლებს, 2019 წლის მარტში ევროპის მასშტაბით, საშუალო დღიური საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა  განისაზღვრებოდა 27 362 ფრენით, ხოლო 2020 წლის მარტის მონაცემების მიხედვით ამავე მაჩვენებელმა 16 128 შეადგინა, რაც 41%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალი საშუალო დღიური საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა 2020 წლის  5 აპრილს დაფიქსირდა (2 500 ფრენა), რაც  რაოდენობრივად 91%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. საერთო ჯამში, 1 მარტიდან დღემდე, ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 500 000-ით შემცირდა.

მსოფლიოში პანდემიის მიმდინარეობის გათვალისწინებით, პროგნოზები უახლოესი პერიოდისთვის პესიმისტურია. ავიაციის სექტორისთვის განსაკუთრებით კრიტიკული იქნება მეორე კვარტალი, რადგან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ან ახანგრძლივებს შეზღუდვებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე.

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო