GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
15 ოქტომბერი 2019
სიახლეები და განცხადებები

28 Sep.'19 | სააგენტოსა და SJU-ს შორის საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების თაობაზე, განზრახულობათა ოქმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევითი პროგრამის საჯარო-კერძო პარტნიორობის გაერთიანების (SESAR Joint Undertaking) აღმასრულებელმა დირექტორმა ფლორიან გიულერმეთმა განზრახულობათა ოქმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის ხელმძღვანელი ჰენრიკ ჰოლოლეი, რომელიც ამავე დროს არის SESAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და საქართველოს ელჩი კანადაში, მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მჭიდრო თანამშრომლობაზე საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების და ეფექტურობის გაუმჯობესების, ასევე, საჰაერო ნაკადების ოპტიმიზაციის, დაგვიანებების მინიმუმამდე შემცირების და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის კუთხით. სააგენტოსა და SJU-ს შორის გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ოქმში განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელთა კუთხითაც არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის ინტერესი. ესენია: კომუნიკაციის, ნავიგაციის და აერონავიგაციის ინტეგრირებული მომსახურება (integrated CNS), აეროდრომზე მომსახურების მოშორებული (ელექტრონული) მომსახურება (remote digital towers), ავტომატიზირებული სისტემების ურთიერთავსებადობა, კვლევა და ინოვაციები. დოკუმენტით გათვალისწინებულია შესაბამისი ექსპერტების და სპეციალისტების მონაწილეობა SJU-ს შეხვედრებსა და სემინარებში, ასევე სასწავლო და კვლევით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე, რომელიც მონრეალში გუშინ გაიმართა, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიღწევებს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. ჰენრიკ ჰოლოლეიმ აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის და ევროკომისია აქტიურად გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის და საავიაციო კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. ამასთან, ჰოლოლეიმ სააგენტოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტისგან სპეციალური სერტიფიკატების მიღება და ლევან კარანაძეს ICAO-ს მე-40 ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ლევან კარანაძემ ევროპულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარების და სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის.

საქართველოს დელეგაცია მონრეალში ICAO-ს რიგით მე-40 ასამბლეაზე დასწრების და საბჭოს წევრების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფება.

 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო