GEO    
ENG


  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
16 ივნისი 2019
სიახლეები

03 May.'19 | საქართველოსა და ავსტრიის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ “Austro Control International”-ის დირექტორს და ავსტრიის საავიაციო ხელისუფლების (“Austro Control“) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს უმასპინძლა. ავსტრიელ კოლეგებთან შეხვედრის მიზანს, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

სააგენტოს ხელმძღვანელობასთან გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს, ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით სააგენტოს მიერ გატარებულ საქმიანობაზე. „საჰაერო მიმოსვლის ზრდის არსებული დინამიკის გათვალისწინებით, სააგენტო აუცილებლად მიიჩნევს საავიაციო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ხარისხის თანმიმდევრულ გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზნით, მოვიწვიეთ ჩვენი ავსტრიელი პარტნიორები, რათა განვიხილოთ ერთობლივი საინსპექციო შემოწმებების ჩატარების, მოქმედი ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების გადამზადების და ახალი თანამშრომლებისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა (GCAA) და “Austro Control International”-ს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2014 წელს გაფორმდა. შეთანხმება მხარეებს შორის საავიაციო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. “Austro Control International”-ი ავსტრიის საავიაციო ხელისუფლების (“Austro Control”) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეწევა პროფესიულ სასწავლო, საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურებას ევროპის საავიაციო კანონმდებლობის შემუშავებისა და დანერგვის ეტაპებზე. “Austro Control“-ი კი თავის მხრივ, ევროპის რეგიონის ერთ-ერთი მოწინავე საავიაციო ხელისუფლებაა, რომელიც სასერტიფიკაციო და საზედამხედველო საქმიანობასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) კანონშემოქმედებით პროცესში.

ავსტრიის საავიაციო ხელისუფლება ჩართული იყო ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ “Twinning”-ის პროექტებში, რომელიც ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობას ითვალისწინებდა.

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო