GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
26 აპრილი 2019
სიახლეები

12 Apr.'18 | საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების საყურადღებოდ

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) შეტყობინებებზე დაყრდნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს აფრთხილებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და ნიქოზიის (კვიპროსი) საფრენოსნო რეგიონებში (Eastern Mediterranean / Nicosia FIR area) სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებისათვის შექმნილი რისკის შესახებ, რაც განპირობებულია მიმდინარე დღეებში, სირიაში სარაკეტო საჰაერო იერიშების შესაძლო განხორციელების ალბათობით.

ზემოთაღნიშნულის და რადიო სანავიგაციო აღჭურვილობების წყვეტილი/ხარვეზებით მუშაობის შესაძლებლობის გათვალიწინებით, მოგიწოდებთ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და ნიქოზიის რეგიონების საჰაერო სივვრცეში ფრენების დაგეგმარებისას თვალი ადევნოთ ოპერატიულ ინფორმაციას, შეამოწმოთ “NOTAM”-ები და მოვლენების განვითარების შესაბამისად გამოიყენოთ ალტერნატიული მარშრუტები.​

12 აპრილი, 2018 წელი

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო