GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
26 აპრილი 2019
სიახლეები

28 Mar.'18 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

,,რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველებისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის  №23-ედადგენილების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სააგენტო აცხადებს, რომ  2018 წლის 27 მარტს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა ავიაკომპანია ,,Myway Airlines“-ის განაცხადება თბილისი-თელ-ავივი-თბილისის, თბილისი-მოსკოვი-თბილისის, თბილისი-ჟუკოვსკი-თბილისის, თბილისი-სამარა-თბილისის და თბილისი-სანქტ-პეტერბურგი-თბილისის საჰაერო ხაზებზე  რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე.

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს  შორის  2012 წლის 6 აგვისტოს შეხვედრის ოქმის შესაბამისად, თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 10 ივნისის ტექნიკური შეხვედრის ოქმის შესაბამისად,  თითოეულ მიმართულებაზე,  თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო