GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
26 აპრილი 2019
სიახლეები

20 Mar.'18 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს აუდიტს უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლებით ასრულებს

მიმდინარე წლის 13-20 მარტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალმა  სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კოორდინირებული ვალიდაციის მისიას უმასპინძლეს. ICAO-ს აუდიტის ფარგლებში შემოწმდა შემდეგი სფეროები: სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა (ANS), აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობა (AGA), საავიაციო კანონმდებლობა (LEG), სამოქალაქო ავიაციის საორგანიზაციო სტრუქტურა (ORG) და  საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა (AIG).

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  გაუმჯობესება ყველა შემოწმებულ კომპონენტში აჩვენა. კერძოდ,  ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:

  • სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის (ANS) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 96.49%-ს შეადგენა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 62.47%-ს შეადგენს;
  • სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 58.53%-ს შეადგენს;
  • ICAO-ს  სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა - 95.24%. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 71.46%-ს შეადგენს;
  • ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც საავიაციო ხელისუფლების ორგანიზაციურ-სტრუქტურულ, ფინანსურ და ადამიანურ შესაძლებლოებს სწავლობს 91.57%-მდე გაუმჯობესდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 67.75%-ია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მსგავსად, მაღალი შედეგები აჩვენა სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურომ. ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი ამ კუთხით 90.1% გახდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი კი 55.54%-ს შეადგენს.

ვალიდაციის აუდიტის ოფიციალურ დასკვნას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო  90 დღეში მიიღებს.

მიღებული შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმის მიხედვით 64.76%-დან 87.5%-მდე გაუმჯობესდება, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ICAO-ს წევრი სახელმწიფოების რეიტინგში ქვეყანა 106-ე პოზიციიდან 30-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველო ICAO-ს  წევრი 1994 წელს გახდა. 2007 წელს, ICAO-ოს საავიაციო სისტემის ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველო ვერ ასრულებდა საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების 68%-ს. აუდიტმა დაასკვნა, რომ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ვერ ახორციელებდა მასზე დელეგირებულ ვალდებულებებს, მათ შორის სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა უმთავრესს - ფრენების უსაფრთხოებაზე საკმარის ზედამხედველობას. 2010 წელს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელებულიყო რეფორმა,  რომლის პირველი ეტაპი დასრულდა 2011 წლის 15 აპრილს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შექმნით. რეფორმამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაძლებლობა მისცა, აღედგინა ეფექტური კონტროლი ფრენების უსაფრთხოებაზე, ჩამოეყალიბებინა საავიაციო დარგში არსებული მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, აეყვანა და ჰყოლოდა საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისათვის საკმარისი და კვალიფიციური პერსონალი,  ჰქონოდა საკუთარი ფინანსური რესურსები აღნიშნული სპეციალისტებისათვის კონკურენტუნარიანი სახელფასო პაკეტის შეთავაზების, მათი შენარჩუნების, სწავლებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადებისთვის. 2013 წლის ყოვლისმომცველმა აუდიტმა აჩვენა, რომ 2007 წლის აუდიტთან შედარებით საქართველოს ჰქონდა 24%-ით უკეთესი საერთო მაჩვენებელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის მოთხოვნების  შესრულების თვალსაზრისით. 2015 წელს, თითქმის 30%-ით გაუმჯობესდა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის მაჩვენებლები. 2016 წელს, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაკომპანიების) ზედამხედველობა გაუმჯობესდა 82.73%-მდე (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.6%), ხოლო საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობის (AIR) ხარისხი 82.11%-მდე გაიზარდა (მს. საშუალო მაჩვენებელი 74.57%). 2016 წლის აუდიტის ფარგლებში, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.76%-იანი შედეგი აჩვენა.

 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო