GEO    
ENG


  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
18 დეკემბერი 2018
სიახლეები

23 Feb.'18 | შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან

საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი  ICAO-ში  კონსტანტინე ქავთარაძე და ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან კარანაძე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ფანგ ლიუს და საბჭოს პრეზიდენტს ოლიმუივა ბერნარდ ალიუს შეხვდნენ.

19 თებერვალს, მონრეალში გამართული შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობის შედეგები და ქვეყნის მიერ საავიაციო უსაფრთხოების და უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეულ პროგრესი. საუბარი შეეხო საქართველოში, მარტში დაგეგმილ ICAO-ს აუდიტს, რომლის ფარგლებშიც სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების, სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის, იკაოს სტანდარტების დანერგვის და სხვა მიმართულებების კუთხით შემოწმდება.

ელჩმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ICAO-ოს პირველ პირებს გააცნეს საქართველოს საავიაციო ბაზარზე მიმდინარე სიახლეები, მგზავრთანაკადის ზრდის მხრივ არსებული პოზიტიური დინამიკა და ოთხ პუნქტიანი განვითარების გეგმის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ კონტექსტში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა და საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ საავიაციო ხელისუფლების ინსტიტუციონალური და მდგრადი განვითარების აუცილებლობაზე. ICAO-ოს მხრიდან, დადებითად შეფასდა მთავრობის გადაწყვეტილება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების იშვიათი და დეფიციტური პროფესიათა/ფუნქციათა ნუსხაში შეყვანის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს სააგენტოში კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პროცესს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი პირები მიესალმნენ სააგენტოს სპეციალისტების აქტიურ ჩართულობას ICAO-ოს, EASA-ს და EUROCONTROL-ის სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის აღინიშნა მონაწილეობა ისეთ პროექტებში/ჯგუფებში როგორიცაა „CORSIA“, „Black Sea Task“, „GASP“. შეხვედრებზე, ასევე ხაზი გაესვა ICAO-ოს პრეზიდენტის ინიციატივის „No Country Left Behind“ ფარგლებში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს და პოზიტიური შეფასება მიეცა როგორც სააგენტოს თანამშრომლობას ევროპის წამყვან საავიაციო ხელისუფლებებთან (საფრანგეთი, ავსტრია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ხორვატია და ა.შ.) ისე  მის საქმიანობას რეგიონის ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით (ყაზახეთი, ლატვია, უზბეკეთი და ა.შ).

სააგენტოს წარმომადგენელმა შეხვედრები გამართა ასევე ICAO-ოს საჰაერო ნავიგაციის ბიუროს დირექტორთან სთივენ კრემერთან და ტექნიკური ბიუროს ხელმძღვანელობასთან. განხილულ იქნა საავიაციო ხელისუფლებების მხარდაჭერის პროექტები ზედამხედველობის პროცესების გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე პერსონალის მომზადება-გადამზადების შესაძლებლობები.

ლევან კარანაძე მონრეალში საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (ICAO GASP-SG) რიგით მესამე შეხვედრის ფარგლებში, წევრის სტატუსით იმყოფება.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო