GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
9 ივლისი 2020
სიახლეები და განცხადებები

07 May.'16 | უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მათი მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წლის 6 მაისს კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანს, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირების და მონიტორინგის აუცილებლობის, ასევე მათი პოტენციალის გამოყენების თაობაზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და ბურნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ასევე მათ სისტემაში შემავალი იმ უწყებების წარმომადგენლები რომლებიც თავიანთ საქმიანობაში სარგებლობენ აღნიშნული სისტემებით ან კომპეტენციის ფარგლებში მომავალში ჩართულნი იქნებიან უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების მოწესრიგების საკითხებში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორი კომპანიები, კერძო სადაზღვევო ჯგუფები და დრონების მონიტორინგის სისტემის მწარმოებელი წამყვანი პოლონური კომპანია „Drone House Group”.

შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ წარმოადგინა პრეზენტაცია უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების მოწესრიგებასთან დაკავშირებით მის მიერ განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი საქმიანობის ირგვლივ. სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების მიღება 2016 წლის 1 სექტემბრიდან უნდა უზრუნველყოს. ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებმა/ოპერატორებმა, იმისათვის, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მათმა ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე სამოქალაქო თუ სხვა დანიშნულების საჰაერო ხომალდებს, ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.  წესი ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს კონცეფციას  („EASA Regulatory Framework for the Operation of Drones“) დაეყრდნობა, რომელიც უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების საფეხურეობრივ რეგულირებას გულისხმობს. აღნიშნული მოდელი დრონების ღია, სფეციფიკურ და სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ კატეგორიებად კლასიფიცირებას ითვალისწინებს, რაც ვალდებულებების პროპორციულად გავრცელების წინაპირობას ქმნის.

კონფერენციის ფარგლებში პოლონურმა კომპანია „Drone House Group”-მა მონაწილეებს გააცნო საკუთარ მიღწევები და გაუზიარა მათ ამ მიმართულებით არსებული ევროპულ გამოცდილება. პრეზენტაციებით წარსდგნენ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, კომპანია „Sky Tech“ და კომპანია „Rukamapping”.

შეხვედრაზე გამართული ინტერექტიული დისკუსიების ფარგლებში მხარეებმა აღინიშნეს, რომ უპოლოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების სამართლებრივი რეგულირება ხელს შეუწყობს მათი პოტენციალის უფრო ფართო სპექტრით გამოყენებას ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერა, ელექტრო / ნავთობ და ბუნებრივი აირის მილსადენების მონიტორინგი, ინფრასტრუქტურის შემოწმება, კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მომსახურება, სარელეო უკაბელო კავშირის და სატელიტური სისტემების მხარდაჭერა, ბუნებრივი რესურსების მონიტორინგი, მედია / გართობა და ა.შ.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო