სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის მე-17 ბრძანებაში „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ მოცემული მოთხოვნების თანახმად, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო მოვლენათა შეტყობინების სისტემას, სააგენტოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ.
ვის ევალება სავალდებულო შეტყობინების წარდგენა?
მე-17 ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებიც ვალდებულები არიან სააგენტოს აცნობონ მე-17 ბრძანების 1-ელ დანართში განსაზღვრული იმ საავიაციო მოვლენების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეეძლო საფრთხე გამოეწვია საქართველოს საჰაერო სივრცეში ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მყოფ სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე, მასზე მყოფ პირ(ებ)ზე ან სხვა ნებისმიერ პირზე, ან საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოდ უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე.
როგორ წარვადგინოთ მოვლენათა სავალდებულო შეტყობინება?
სავალდებულო შეტყობინების წარსადგენად გადმოტვირთეთ შესაბამისი ფორმა, შეავსეთ საჭირო ველები, შეინახეთ და ფორმაში მითითებულ მისამართზე გადაუგზავნეთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.
ფორმის შესავსებათ დაგჭირდებათ Adobe Acrobat Reader პროგრამა.
შევსების ინსტრუქცია შემდეგი ფორმებისთვის: SRF-100, SRF-101, SRF-102, SRF-103, SRF-104, SRF-105, SRF-106, SRF-107
ფორმა SRF-100 სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებული მოვლენის შეტყობინება 
ფორმა SRF-101 სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოვლენის შეტყობინება
ფორმა SRF-102 სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული მოვლენის შეტყობინება
ფორმა SRF-103 სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოვლენის შეტყობინების
ფორმა SRF-104 სხ-ის ტექნიკურ დაზიანებასთან დაკავშირებული მოვლენების შეტყობინების
ფორმა SRF-105 აეროდრომზე მოვლენის შეტყობინება
ფორმა SRF-106 ფრინველთან შეჯახების შეტყობინება
ფორმა SRF-107 ნებადართული სიმაღლიდან გადახვევის ფორმა
|