ფრენის განრიგი 31.01.21-ის ჩათვლით:
რეგულარული და ჩარტერული რეისების ფრენის განრიგი 31.01.21-ის ჩათვლით
* განრიგი განახლებადია (ახლდება რეისების დამატების/გაუქმების, ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში);
* მწვანე ფერით მონიშნული რეისები - მგზავრთა გადაყვანა ორივე მიმართულებით;
* ყვითელი ფერით მონიშნული რეისები - ტრანსპორტირება ცალმხრივად, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით;
* +1 - ფრენა გადადის მომდევნო დღეზე.
მგზავრთა საყურადღებოდ!
(განახლება/UPDATE 12.12.20): ავიაკომპანია Wizz Air დორტმუნდის მიმართულებით რამდენიმე რეისს შეასრულებს. კერძოდ, დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე ფრენები მიმდინარე წლის 18, 25 დეკემბერს და 2021 წლის 8 იანვარს შესრულდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.
|