GEO    
ENG


  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
16 სექტემბერი 2019
გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:

 

საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვება; 

უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვება;

ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემა;

კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;

საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მათი ანალიზის უზრუნველყოფა;

საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარება საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაბამისი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში და შესაბამისი რეესტრის წარმოება;

სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება;

საავიაციო სატვირთო ტერმინალებისსერტიფიცირება და შესაბამისის რეესტრის წარმოება;

სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება;

საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

საჭიროების შემთხვევაში „საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით“ გათვალისწინებული დამხმარე საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციების შესრულება;

საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობის მიღება;

საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემასა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა;

საჰაერო გადაყვანაგადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა;

კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება. 

 

გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი

მინდია მინდიაშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 107)

 

გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის 24 საათიანი ოპერატიული სამორიგეო ჯგუფი

ტელ/ფაქსი (24/7): + (995 32) 236 40 51 

 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო