სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირება და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება;
უპილოტო საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება;
ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა;
ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება;
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;
აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის SAFA) და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა;
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;