GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
15 ოქტომბერი 2019
საჯარო ინფრმაციის ასლის გადაღება

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღება არის საჯარო ინფორმაციის დედნიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების გარეშე ინფორმაციის ზუსტად გადატანა (ჩაწერა, გადაღება) ინფორმაციის მატარებელზე (ფურცელი, კომპაქტური დისკი, დისკეტა, აუდიო და ვიდეოკასეტა).
 
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები არიან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირები.

2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანო, თუ მის მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა აღემატება 50 ლარს.

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:

A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;

ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;

კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს;

დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს;

 

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება საბანკო დაწესებულების მეშვეობით, შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220101222

ანგარიშის ნომერი: 200122900

სახაზინო კოდი: 300773173

 

 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო