GEO    
ENG


  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
19 თებერვალი 2018
NOTAM-ის გამოცემა

NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • იმ შემთხვევაში, თუ NOTAM-ით გასავრცელებელი ინფორმაცია ეხება საჰაერო სივრცეში ფრენებისთვის სახიფათო, აკრძალული, შეზღუდული ან საწვრთნელ სავარჯიშო არეების ამოქმედებას, ინფორმაციის მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან;
  • სააგენტო იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და უზრუნველყოფს, რომ საჰაერო სივრცეში ფრენებისთვის სახიფათო, აკრძალული, საწვრთნელ-სავარჯიშო ან შეზღუდული არეების ამოქმედების შესახებ NOTAM-ი იყოს გავრცელებული მის ამოქმედებამდე სულ ცოტა შვიდი დღით ადრე, გარდა საგანგებო/ავარიული სიტუაციებისა, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ გავრცელებას.
  • ინფორმაციის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს  NOTAM-ის გამოქვეყნების მიზნით საჭირო ინფორმაციის სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში (შპს „საქაერონავიგაცია)  გადაცემა ყოველთვის, როდესაც:

ა) გასავრცელებელი ინფორმაცია ატარებს  დროებით ხასიათს და არის მოკლევადიანი;

ბ) ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მუდმივი ცვლილება ან დროებითი ხასიათის გრძელვადიანი ცვლილება, გარდა დიდი მოცულობის ტექსტური და/ან გრაფიკული მასალისა, ექვემდებარება დაუყოვნებლივ გავრცელებას. 

 

სააგენტოსთან ინფორმაციის შეთანხმება ხორციელდება NOTAM-ის გამოცემის განაცხადის შევსებით, რომელიც უნდა გამოგვიგზავნოთ ელ. მისამართზე: notam@gcaa.ge word-ის ფორმატში. განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე წერილის ან ფაქსის მეშვეობით.

 

განაცხადი NOTAM-ის გამოცემაზე

შევსების ინსტრუქცია

 

 

საჭირო ბმულები:

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის N471-ე დადგენილება „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ დამტკიცების შესახებ  

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო