GEO    
ENG


  • The Civil Aviation Authorities of Georgia and France signed a renewal of Technical Cooperation Program
  • According to conclusion of ICAO’s official audit, Georgia ranks first in the region
  • Georgia has made significant progress towards civil aviation security oversight
  • Third meeting of the EU-Georgia Joint Committee on the CAA Agreement in Tbilisi
  • The working visit of GCAA to People’s Republic of China
23 2018
Main \ Directions \ Aviation Security
მგზავრთა საყურადღებოდ

საჰაერო ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის წევრების და მგზავრების მიერ, თანმქონი ნივთების, ხელბარგის და ბარგის სახით გადასატანად აკრძალული, აგრეთვე, გარკვეულ მოთხოვნათა დაცვით ნებადართული, სახიფათო ნივთიერებების და საგნების ძირითადი
ნ უ ს ხ ა
მუხლი 1. საჰაერო ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის წევრების და მგზავრების მიერ, თანმქონი ნივთების, ხელბარგის და ბარგის სახით გადასატანად აკრძალულია:
1. ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი საშუალებები და მათი შემცველი საგნები:
ა) ყველანაირი დენთი, ნებისმიერი შეფუთვით და ნებისმიერი რაოდენობით;
ბ) საბრძოლო ვაზნები (მათ შორის მცირეკალიბრიანი);
გ) გაზის იარაღის ვაზნები;
დ) სანადირო კაფსულები (ფისტონები);
ე) პიროტექნიკური საშუალებები: სასიგნალო და გამანათებელი რაკეტები, სასიგნალო ვაზნები, კვამლმდენი ვაზნები, მენაღმეთა ასანთები, ბენგალური სანთლები, სარკინიგზო პეტარდები;
ვ) ტროტილი, დინამიტი, ტოლი, ამონალი, ამონიტი და სხვა ფეთქებადი ნივთიერებები;
ზ) კაფსულ-დეტონატორები, ელექტრო დეტონატორები, ელექტროამნთები, მადეტონირებელი და ცეცხლგამტარი ზონარები და მათი მსგავსნი;
თ) ნებისმიერი სახის ნაღმები და ყუმბარები;     
ი) სამხედრო დანიშნულების და სხვა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობები;
კ) ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ხელსაწყოების ასლები და იმიტაციები.
ლ) ასანთი;
2. შეკუმშული და გათხევადებული აირები:
ა) საყოფაცხოვრებო დანიშნულების აირები: ბუტანი, პროპანი, ჟანგბადი (სამედიცინო დანიშნულების გარდა), აცეტილენი, `აეროზოლები~;
ბ) ნერვულ-პარალიტიკური და ცრემლმდენი აირებით დატუმბული ბალონები და მათი მსგავსნი;
გ) ცეცხლმაქრები;
3. ადვილად აალებადი სითხეები:
ა) აცეტონი;
ბ) ბენზინი;
გ) ადვილადაალებადი ნავთობპროდუქტების ნიმუშები;
დ) მეთანოლი;
ე) მეთილაცეტატი (მეთილის ეთერი);
ვ) ნახშირწყალბადი;
ზ) ეთერები;
თ) ეთილცელოზოლები;
ი) დიზელის საწვავი;
კ) სპირტი;
ლ) სკიპიდარი და განზავებული საღებავები.
მ) გამხსნელები.
ნ) ალკოჰოლური სასმელები, მოცულობითი შეფარდებით 70%-ზე მეტი სპირტის შემცველობით;
 4. მყარი აალებადი ნივთიერებები:
ა) თვითნებურად აალებადი ნივთიერებები;
ბ) ნივთიერებები, რომლებიც წყალთან, კალიუმთან, ნატრიუმთან, კალციუმთან და მათ მსგავსთან ურთიერთქმედებისას გამოყოფენ ადვილად აალებად აირებს;
გ) თეთრი, ყვითელი და წითელი ფოსფორები და ყველა სხვა ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან აალებად მყარ ნივთიერებებს.
5. მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული ზეჟანგები:
ა) კოლოიდური ნიტროცელულოზა, გრანულების ან ფანტელების სახით, მშრალი ან ნოტიო, რომელიც შეიცავს 25%-ზე ნაკლებ წყალს ან გამხსნელს;
ბ) კოლოიდური ნიტროცელულოზა ნატეხების სახით, ნოტიო, რომელიც შეიცავს 25%-ზე ნაკლებ სპირტს;
გ) ნიტროცელულოზა მშრალი ან ნოტიო, რომელიც შეიცავს 30%-ზე ნაკლებ გამხსნელს ან 20%-ზე ნაკლებ წყალს და მათი მსგავსნი.
6. რადიოაქტიური ნივთიერებები.
7. მწვავე და მაკოროზირებელი ნივთიერებები:
ა) ძლიერი არაორგანული მჟავეები: მარილმჟავა, გოგირდმჟავა, აზოტმჟავა, ქლორი და სხვა;
ბ) ფორისტულ-წყალბადური და სხვა ძლიერი მჟავეები და მაკოროზირებელი ნივთიერებები.
8. შხამი (მომწამვლელი ნივთიერებები):
ა) ნებისმიერი ძლიერმომქმედი შხამი და მომწამლავი ნივთიერებები თხევად ან მყარ მდგომარეობაში, ნებისმიერი სახის შეფუთვით;
ბ) ბრუცინები;
გ) ნიკოტინი;
დ) თეთრაგიდროფურფურილური სპირტი;
ე) ანტიფრიზი;
ვ) სამუხრუჭე სითხე;
ზ) ეთილენგლიკოლი;
თ) ვერცხლისწყალი;
ი) წყალბადციანმჟავას ყველა მარილები და ციანიდური პრეპარატები;
კ) ციკლონი, ციანდნობი, დარიშხანული ანგიდრიდი და სხვა.
ლ) ინფექციის ან ბიოლოგიური საფრთხის გამომწვევი მასალები (მაგ. დასნებოვნებული სისხლი, ბაქტერიები და ვირუსები);
9. ყველა სახის იარაღი და საბრძოლო მასალა (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის ნებადართულ გადატანასთან დაკავშირებული შემთხვევებისა და პირობებისა.)
10. სხვა სახიფათო საგნები და/ან ნივთიერებები: ნებისმიერი სახიფათო საგანი და/ან ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მგზავრებზე, ეკიპაჟის წევრებზე თავდასხმის იარაღი ან შეუქმნას საფრთხე საჰაერო ხომალდის ფრენას.

 

მუხლი 2. საჰაერო ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის წევრების და მგზავრების მიერ, თანმქონი ნივთების და ხელბარგის სახით, გარდა ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულისა, გადასატანად აკრძალულია:

1. ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ხელსაწყოების ასლები და იმიტაციები;
2. იარაღი:
ა) გაზის, პნევმატიური და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) დამაგრებისათვის განკუთვნილი იარაღი (მაგ. ლურსმნების დასაჭედებელი);
გ) რაკეტის სასროლი და სასტარტო იარაღი;
დ) ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მულაჟები, მაკეტები და ყველა სახის სათამაშო იარაღი.
ე) იარაღის სახიანი სანთებელები;
ვ) იარაღის დეტალები (გარდა ოპტიკური და ღამით ხედვის ხელსაწყოებისა);
ზ) ელექტროშოკური მოწყობილობები;
თ) არბოლეტები;
ი) შურდულები;
კ) ბურთულების სასროლი;
ლ) ქორდიკები, სტილეტები, სადესანტო ხიშტ-დანები;
3. მჩხვლეტი, მჭრელი და წამახვილებული საგნები:
ა) ცულები და ტესაკები;
ბ) ისრები და ისრისმაგვარი დამზიანებელი ელემენტები;
გ) წრიაპები, ჭანგები;
დ) წყალქვეშ სანადირო ჰარპუნები და ისრები;
ე) ყინულსაჭრელები და ყინულმტეხები;
ვ) ციგურები;
ზ) ფიქსატორიანი და/ან ავტომატურად (ღილაკით) გამხსნელი დანები ნებისმიერი სიგრძის პირით;
თ) დანები (ჩვეულებრივი და სარიტუალო) რომლის პირის სიგრძე აღემატება 6 სმ-ს და რომელიც დამზადებულია ლითონის ან ნებისმიერი სხვა მტკიცე მასალისგან, პოტენციურ იარაღად გამოსაყენებლად;
ი) საყასბო და უნივერსალური დანები;
კ) მაჩეტეები;
ლ) ნებისმიერი სახის სამართებელი;
მ) ხმალი, დაშნა და მახვილი;
ნ) სკალპელი;
ო) მაკრატელი, 6 სმ-ზე მეტი პირით, (მაკრატლები ბლაგვი ან მომრგვალებულ პირიანი ბოლოებით, პირის სიგრძით არაუმეტეს 6 სმ-ისა, გადასაზიდად ნებადართულია);
პ) სათხილამურო ჯოხები და ფეხოსანი ტურისტებისათვის განკუთვნილი ჯოხები;
ჟ) სატყორცნი `ვარსკვლავები~;
რ) სამუშაო ხელსაწყოები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნენ მჩხვლეტი ან მჭრელი იარაღის სახით, მაგ. Dდრელი, ბურღი, ყველა სახის ხერხი, სახრახნისი, ქანჩის გასაღები, სარჩილავი ხელსაწყოები, ლითონის საქსოვი ჩხირები;
4. ბლაგვბოლოიანი საგნები:
ა) ბეისბოლის საცემელა, სოფტბოლის საცემელა;
ბ) ბილიარდის და სხვა თამაშების კიები;
გ) პოლიციის სხვადასხვა სახის ხელკეტები (მყარი და დრეკადი), მაგ. მოკლე, ღამის და გრძელი ხელკეტები;
დ) ჩაქუჩები, ბრტყელტუჩები;
ე) კრიკეტის საცემელა;
ვ) ანკესის ჯოხები;
ზ) გოლფის, ხოკეისა და სხვა მსგავსი თამაშების ყვანჭები;
თ) ბაიდარისა და კანოეს ნიჩბები;
ი) ხელჩართული ბრძოლის საშუალებები, მაგ. კასტეტი, ხელკეტები, მძიმე ხელკეტები, ჯაჭვები, ნუნჩაკოები და ა.შ;
კ) სკეიტბორდები;
5. ცხოველების უმტკივნეულოდ მოკვდინების და საქონლის ელექტროგამრეკი საშუალებები.

 

მუხლი 3. საჰაერო ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის წევრების ან მგზავრების მიერ, თანმქონი ნივთების, ხელბარგის ან ბარგის სახით, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ნებადართულია სახიფათო ნივთიერებების და საგნების გადატანა:

1. ბარგით:
ა) არბოლეტები, წყალქვეშა სანადირო თოფები, გორდა ხმლები, ხმლები, ხანჯლები, იატაგანები, ორპირა მახვილები, ხიშტები, დანები: სანადირო, ღილაკიანი, ფიქსატორიანი და/ან ნებისმიერი სახის იარაღის იმიტაციები;
ბ) 60 მმ-ზე გრძელი პირის მქონე სამეურნეო_საოჯახო დანები (მაკრატლები);
გ) ალკოჰოლური სასმელები, ალკოჰოლის 24%_დან 70%_დე შემადგენლობით, არაუმეტეს 5 (ხუთი) ლიტრის მოცულობის ჭურჭლით, საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ტარით _ ერთ მგზავრზე არაუმეტეს 5 ლიტრისა.
დ) სითხეები და ალკოჰოლური სასმელები, ალკოჰოლის არაუმეტეს 24% შემადგენლობით;
ე) სპორტული ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების აეროზოლები, რომლის ბალონის სარქველი დაცულია თავსახურით შიგთავსის თვითნებურად გამოშვებისაგან, 500 მლლ-იანი მოცულობის ჭურჭლით (ბალონებით), ერთ მგზავრზე არა უმეტეს 2 ლიტრისა.
2. თანმქონი ნივთების ან ხელბარგის სახით:
ა) სამედიცინო თერმომეტრი _ 1 ცალი;
ბ) ვერცხლისწყლიანი ტონომეტრი სტანდარტული შეფუთვით _ 1 ცალი;
გ) ვერცხლისწყლიანი ბარომეტრი ან მანომეტრი გერმეტული კონტეინერით შეფუთული და გამგზავნის მიერ დალუქული;
დ) სანთებელა – 1 ცალი მგზავრზე;
ე) მშრალი ყინული მალფუჭადი პროდუქტების გასაციებლად _ არაუმეტეს 2კგ-ისა;
ვ) 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი _ არაუმეტეს 100მლლ;
ზ) სითხის, აეროზოლის და გელის, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ზ.ა) ნებისმიერი სახის საგ_ი დაიშვება გადასაზიდად არა უმეტეს 100მლ მოცულობის ჭურჭლით.
ზ.ბ) 100(ასი)მლ_ზე მეტი მოცულობის ჭურჭლით საგ_ები არ გადაიზიდება, თუნდაც ჭურჭელი არ იყოს ბოლომდე გავსებული. (100 მლ-ზე მეტი მოცულობის ცარიელი ჭურჭლის გადაზიდვა ნებადართულია).
ზ.გ) საგ_ის შემცველი ჭურჭელი მგზავრმა უნდა მოათავსოს არა უმეტეს 1(ერთი)ლ (20.5სმX20.5სმ ან 25სმX15სმ და ა.შ) მოცულობის გამჭვირვალე პლასტიკურ პაკეტში, რომელიც უნდა იკეტებოდეს. ჭურჭელი თავისუფლად უნდა იყოს მოთავსებული გამჭვირვალე პაკეტში. გამჭვირვალე პაკეტი მჭიდროდ უნდა იყოს დაკეტილი.
ზ.დ) აეროპორტის საკონტროლო პუნქტში გამჭვირვალე პაკეტი წარდგენილ უნდა იქნეს ვიზუალური დათვალიერებისა და შემოწმებისათვის. თითოეული მგზავრს უფლება აქვს იქონიოს მხოლოდ ერთი გამჭვირვალე პაკეტი.
ზ.ე) ამ პუნქტის ზ.ა) ზ.ბ) და ზ.გ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვებიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ წამლებზე, ბავშვთა კვებაზე და სპეციალური დიეტური ან სხვა სამედიცინო მოთხოვნების დამაკმაყოფილებელ საგ_ებზე. 
ზ.) როგორც გამფრენი, ასევე ტრანსფერული მგზავრებისათვის, ნებადართულია, ნებისმიერი მოცულობის საგ_ის გადაზიდვა თუ ისინი შეძენილ იქნა აეროპორტის ვაჭრობის ობიექტში და/ან საჰაერო ხომალდის ბორტზე, იმ პირობით, რომ ეს საგ_ები შეფუთული იქნება საიმედოდ დაბეჭდილ არასანქცირებული გახსნისაგან დაცულ პლასტიკურ პაკეტში (შემდგომში_აგდპ), რომელზეც იქნება წარწერა რომ იგი შეძენილია აეროპორტის ვაჭრობის ობიექტში და/ან საჰაერო ხომალდის ბორტზე გაფრენის დღეს.
მუხლი 4. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის აქტის შესაძლო განხორციელების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, სააეროპორტო კომიტეტს და/ან ავიაგადამზიდველის ადმინისტრაციას, უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, შემოიღოს დამატებითი ზომები, რომლის თანახმადაც, თანმქონი ნივთების და ხელბარგის სახით, დროის გარკვეული პერიოდით და გარკვეულ მარშრუტებზე, აკრძალოს ქვემოთჩამოთვლილი საგნების გადატანა:
ა) შტოპორები (კორპსაძრობები);
ბ) საინექციოდ განკუთვნილი ნემსები (თუ არ იქნება წარმოდგენილი სამედიცინო დასაბუთება);
გ) არალითონის საქსოვი ჩხირები;
დ) მაკრატლები, 60-მმ-ზე ნაკლები სიგრძის პირით;
ე) სამგზავრო დასაკეცი (ფიქსატორის გარეშე) და ფანქრის სათლელი დანები, 60მმ-ზე ნაკლები სიგრძის პირით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ გადამყვან ავიაკომპანიას ან შესაბამისი აეროპორტის ცნობათა ბიუროს.
 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო